მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2024 წელი უკვე დადგა

ახალი წელი

ამ წუთებში ავსტრალიაში 2024 წელი დადგა. სიდნეიში ამას ტრადიციულად მასშტაბური ფოიერვერკით აღნიშნავენ.

2024 წელი უკვე დადგა ტონგაში, სამოაში ფიჯიზე, ნაურუსა და ტუვალუზე. ახალი წლის დადგომა გრანდიოზული ფეიერვერკით აღნიშნეს ახალ ზელანდიაში. 2 საათში 2024 წელი დადგება იაპონიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში. ყველაზე გვიან ახალი წლის მოსვლას ბეიკერისა და ჰოუ ლენდის კუნძულების მცხოვრებლები აღნიშნავენ.