1773348202
მოპარული მანქანით გაქცევის მცდელობისას ორი მოზარდი დაიღუპა (უცხოეთი)
ორი მოზარდი დაიღუპა და კიდევ ორი მოზარდი დაშავდა ჰიუსტონში, პოლიციის დევნის დროს მანქანის გადატრიალებისას. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ 19 და 16 წლის ბიჭები.
„სამხრეთ-აღმოსავლეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს მოპარული მანქანა. როდესაც ოფიცრები ცდილობდნენ სატრანსპორტო საშუალების შეჩერებას, მძღოლი პოლიციას გაექცა და მაღალი სიჩქარით მოძრაობდა“,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
მძღოლმა უარი თქვა გაჩერებაზე და გაიქცა ავტომაგისტრალზე, სადაც კონტროლი დაკარგა და ბარიერს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანა რამდენჯერმე გადატრიალდა.











