პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი რუსი ბლოგერი ნადეჟდა სტრელეცი ამბობს, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია სრულად ჩავარდა, მისი თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, დარჩენილებში კი, სრული პანიკაა.
„ყველაზე ცუდი, არის გაურკვევლობა და მოლოდინი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტება. პროპაგანდის სრულმა ჩავარდნამ და ინფორმაციულმა ვაკუუმმა გამოიწვია ის, რომ ხალხი პანიკაშია. უმჯობესია, ტელეგრამზე არ შეხვიდეთ, იქ ჯოჯოხეთი ტრიალებს და მესენჯერშიც არაფერი წაიკითხოთ, რომ ფსიქიკა ბოლომდე არ შეირყეს. გაქცეულებს დაცინვის ნაცვლად, უმჯობესია შეგექმნათ ადეკვატური საინფორმაციო ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ წვდომა ყველა ტიპის ინფორმაციაზე. როდესაც ამდენი ფეიკ-ამბავი ვრცელდება, როცა ხან ამბობენ, რომ სტუდენტებს იძახებენ, ხან ამბობენ, რომ არა, ეს იწვევს იმას, რაც ახლა აქ ხდება“, – ამბობს სტრელეცი თავის პირად არხზე.