1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ.
„ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა.
სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.
ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".