დიტო სამხარაძე

პოლიტიკა 1714496163

აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო - დიტო სამხარაძე

„გუშინ, აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილისა და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო!“,- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე გუშინდელ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.როგორც დიტო სამხარაძე აღნიშნავს, გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა.„გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილისა და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო! ერისკაცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გყავთ ბაბუ გუნდის სათავეში, და ბოლომდე უერთგულეთ ღმერთთან და ერთან მართალი რომ იყოთო! პირადად კაცი არ მიცნობს და აბა, ახლა ჩამოგითვლი ჩემი და ჩემი ოჯახისთვის რაც გააკეთაო!კომუნისტებმა ეკლესია დაგვინგრიეს სოფელში, ბატონმა ბიძინამ აღვიდგინა და ამ ეკლესიაში ჩემი 20-დან 12 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი მოინათლაო! საქართველო-რუსეთის ომში უმცროსი შვილი დამეღუპა, ბატონმა ბიძინამ ყველა ხარჯი გაიღო და საფლავთან პატარა სალოცავიც აგვიშენა, დააფინანსაო! ჩემი ცოლი, ონკოპაციენტი იყო და ბატონი ბიძინას დახმარებით დღემდე ცოცხალიაო! მშვიდობა გვაქვს ბაბუ ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო! დღეს შემოსავალი რაც მე და ჩემს შვილებს გვაქვს, აწარმოე საქართველოდან მიღებული დახმარებით გვაქვს, ბაბუ, და მთელ სოფელს ვეხმარებით და მეწარმეების დახმარება, გვერდში დგომა, დაფინანსება ბატონი ბიძინას დამსახურება არისო! 4000 ჰექტარი მიწა, 30 წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში კომუნისტების მმართველობის შემდეგ არ დახნულა, ბატონი ბიძინას დავალებით, ხვნა-თესვის პროგრამით დღეს მთელი სოფელი ხეირს იღებს, დაპურებულიაო! ხოდა, ბაბუ, მე და ჩემი ოჯახი დღეს სახლში უნდა დავრჩენილიყავით და აქ არ ვყოფილიყავითო? ახლა რაც ჩამოგითვალე, ესეც რომ არ გაეკეთებინა, და მარტო ცისფერების პროპაგანდას რომ კრძალავს და ეკლესიას იცავს მაგის გამო მოვიდოდითო! გაოგნებული ვიყავი, როდესაც ეს კაცი მელაპარაკებოდა, თან ისეთ მუხტს მაძლევდა, რომ გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად, მართლა ღირდა. იხარეთ, მამული, ენა, სარწმუნოება“, - წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

დიტო სამხარაძე

პოლიტიკა 1714474898

აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო - დიტო სამხარაძე

„გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილის და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო!“-წერს „ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე გუშინდელ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.როგორც დიტო სამხარაძე აღნიშნავს, გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა.„გუშინ აქციის დასრულების შემდეგ, როდესაც ხალხში გავედი მადლობის სათქმელად, ერთმა უხუცესმა, დარბაისელმა იმერელმა ბაბუამ გამაჩერა! 80 წელს გადავაცილე ბაბუო, 6 ბიჭის მამა, 20 შვილიშვილის და 8 შვილთაშვილის პატრონი ვარო! არასდროს პოლიტიკური პარტიის აქციაზე არ ვყოფილვარ, დღეს აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემს კაცობას ვუღალატებდიო! ერისკაცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გყავთ ბაბუ გუნდის სათავეში, და ბოლომდე უერთგულეთ ღმერთთან და ერთან მართალი რომ იყოთო! პირადად კაცი არ მიცნობს და აბა ახლა ჩამოგითვლი ჩემი და ჩემი ოჯახისთვის რაც გააკეთაო!კომუნისტებმა ეკლესია დაგვინგრიეს სოფელში, ბატონმა ბიძინამ აღვიდგინა და ამ ეკლესიაში ჩემი 20-დან 12 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი მოინათლაო! საქართველო-რუსეთის ომში უმცროსი შვილი დამეღუპა, ბატონმა ბიძინამ ყველა ხარჯი გაიღო და საფლავთან პატარა სალოცავიც აგვიშენა, დააფინანსაო! ჩემი ცოლი, ონკოპაციენტი იყო და ბატონი ბიძინას დახმარებით დღემდე ცოცხალიაო! მშვიდობა გვაქვს ბაბუ ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო! დღეს შემოსავალი რაც მე და ჩემს შვილებს გვაქვს, აწარმოე საქართველოდან მიღებული დახმარებით გვაქვს ბაბუ და მთელ სოფელს ვეხმარებით და მეწარმეების დახმარება, გვერდში დგომა, დაფინანსება ბატონი ბიძინას დამსახურება არისო! 4000 ჰექტარი მიწა, 30 წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში კომუნისტების მმართველობის შემდეგ არ დახნულა, ბატონი ბიძინას დავალებით, ხვნა-თესვის პროგრამით დღეს მთელი სოფელი ხეირს იღებს, დაპურებულიაო! ხოდა ბაბუ მე და ჩემი ოჯახი დღეს სახლში უნდა დავრჩენილიყავით და აქ არ ვყოფილიყავითო? ახლა რაც ჩამოგითვალე, ესეც რომ არ გაეკეთებინა, და მარტო ცისფერების პროპაგანდას რომ კრძალავს და ეკლესიას იცავს მაგის გამო მოვიდოდითო!! გაოგნებული ვიყავი როდესაც ეს კაცი მელაპარაკებოდა, თან ისეთ მუხტს მაძლევდა რომ გუშინდელი დღე, ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა. იხარეთ, მამული, ენა, სარწმუნოება“- წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714408454

ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, არ არის ბრძოლა, უბრალოდ, ორი კანონის მისაღებად, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად - კახა კალაძე

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ხდება შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე და არის მცდელობა არეულობის დათესვის.მისივე თქმით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.„გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ-პროპაგანდა კარგია. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას.გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება. გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც, თითქოს, სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დაჭირდათ, ყველა ეს „ენჯეო“ ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს.პირდაპირ გვეუბნებიან ქართველებს, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება და არანაირი უფლება არ გვაქვს ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ჩვენ ქვეყანაში ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას, ნარკოტიკების პროპაგანდას, რადიკალიზმს, ქვეყნის არდასვენების გამუდმებულ მცდელობას. გვეუბნებიან რომ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ.ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც „ენჯეოების“ და ლგბტ-პროპაგანდის შესახებ კანონების მიღებას უკავშირდება, სინამდვილეში, არ არის ბრძოლა, უბრალოდ, ორი კანონის მისაღებად. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად,“- აღნიშნა კახა კალაძემ სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1714339916

„არ მიმაჩნია სწორად, რომ ტაშს ვუკრავთ ან ძაან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს... ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან...“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და წერს, რომ რამდენიმე კილოგრამის დაკლება სურს.მისივე თქმით, „არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძააან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს..“.ნუკის განცხადებით, „არ უნდა ხდებოდეს სიზარმაცის პროპაგანდა, რადგან წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან“.„უთხარი არა!!! ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ… აჰა კარგი დავდე და მიყვარს მაგრამ მაინც არ მომწონს მინდა 10კგ დავიკლო, არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძააან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს…მესმის ბოდი პოზიტივიც და კომპლექსებიც მაგრამ ამავდროულად სიზარმაცის პროპაგანდაა, შეიყვარე შენი თავი და არაფერი გააკეთო იმისთვის რომ ჯანმრთელი იყო, ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან…აი ვითომ არაფერი ეს ჩემი 8კგ მაგრამ ვარჯიშში ხელს მიშლის, დახტომისას მენისკი დავიზიანე.. ამიტომ ცოტა არასწორი მგონია ეს. უკიდურესობებში ვართ გადამხტრები ამ სოც მედიის გადამკიდე. ვერაფერი ვეღარ გითქვამს, ვიღაცას მაინც ეწყინება… მე ვიტყვი!!! არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება, ვიკამათოთ ბოდი პოზიტივებზე და პოლიტ კორექტულობაზე, თქვენი აზრიც მაინტერესებს“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.            View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1714320600

ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან - მიტროპოლიტი სტეფანე

დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან. რაც ილიამ ჩვენ გვიანდერძა, "მამული ენა სარწმუნოება" - სარწმუნოება ამოიღეს, რაღაც ერთობა მოიგონეს, რომელიც არ არის ის ერთობა, ანუ სარწმუნოებით როცა მიდის ადამიანი, მაშინ არის ის ერთობა კეთილი, თორემ სარწმუნოების გარეშე ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გადაწყვიტა "გამჭვირვალობის კანონის" მეშვეობით გაიგოს უცხოური დაფინანსებების შესახებ, საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო და უარგუმენტო შეტევა წამოვიდა. "როცა ამ სიტუაციაში ვართ, ახლა წამოვიდა მთელი ძალები, რომლებიც ვხედავთ, უსამართლოა ჩვენზე შეტევა. არ არის სიმართლე და არც უნდათ, რომ განმარტონ, იმიტომ რომ იციან, ტყუილია მათი სიტყვა - უბრალოდ ლოზუნგით გვეუბნებიან, ასე არ გააკეთოთ, ასე გააკეთეთ, ეს არ დაგეხმარებათ და მერე - ამას გავაკეთებთ, დაგასანქცირებთ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. გასაგებია ის ადამიანები, ვინც თავზე იღებს ამ სიმართლით წაყვანას. ხდება ხოლმე, ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც აქვს აუცილებლობა ხელისუფალს, ვინც არის, დადგეს რომელიმე მხარეს - უფლის მხარეს ან მის საწინააღმდეგოდ. დღესდღეობით, გეოპოლიტიკური სხვა რამეა და უფლისმიერი - სხვა რამე, უფლის გზით მივდივართ თუ გეოპოლიტიკურ არჩევანს ვაკეთებთ. ჩვენ პოლიტიკური არჩევანის გაკეთების რაც არ უნდა დიდი სურვილი გვქონდეს, ასე უბრალოდ ჩვენს არჩევანზე არავინ წამოვა - ის დიდი ღლავები არიან ჩვენს გარშემო, რომლებიც თავისას ცდილობენ, რომ გაიტანონ.ჩვენ თუ ამას მივყევით, აღმოვჩნდებით ისეთ ამბავში, რომ პრაქტიკულად, გაგვწიწკნიან ნაწილებად." - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ კანონმა აჟიოტაჟი და შიში გამოიწვია, ვინაიდან გამოიკვეთება, რომ თანხები ხმარდებოდა ეკლესიის საწინააღმდეგო და ლგბტ პროპაგანდას. "რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი როცა ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ისე გავაკეთოთ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, ვიცოდეთ ვინ რას გვიპირებს, ვიცოდეთ, ვინ რა თანხებს დებს - ეს არის ჩვენი არჩევანი. რატომ ეშინიათ ამისი? - იმიტომ, რომ მერე ჩნდება, რომ თურმე ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა დაფინანსებული ამით, გეი-პროპაგანდაა დაფინანსებული. ახლა ჩვენ ვიღებთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს, რომ არ მოხდეს ადამიანის ასეთი სოდომური მიმართულებით წაყვანა და ამაში გვეწინააღმდეგებიან, გვეუბნებიან, რომ დაგასანქცირებთ თუ ამას გააკეთებთ." - აღნიშნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

მდინარაძე

პოლიტიკა 1714311988

ყველაფრით ცდილობენ, რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ - ამ შეკრებაზე ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება დასწრება, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ - მამუკა მდინარაძე

აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანმა მამუკა მდინარაძემ.დეპუტატმა მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებს, რომ თუ სურვილი არ აქვთ ხვალინდელ შეკრებაზე დასწრების, არ მივიდნენ.„გარანტიას გაძლევთ, რომ იურიდიულ კომიტეტზე კვლავ ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა (დიახ ჩვენც ვბუსტავთ გარკვეულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ) მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ, ცდილობენ რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რუსული გახადონ. წელს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ადამიანების უმეტესობამ გაიგო რასთან აქვთ საქმე, რომ შეუძლებელია გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული. ევროპას და ევროპულობის აღქმას ყველაზე მეტად ის ადამიანები აზიანებენ, რომლებიც ევროპარლამენტიდან და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ თუ გამჭვირვალობა იქნება, ეს არაევროპულია, მაშინ ჩვენ სანქციებზე ვიფიქრებთ, თქვენს წინააღმდეგ ვიქნებითო. გვიწერენ რეზოლუციაში, რომელსაც ფასიც აღარ აქვს, თითს გვიქნევენ, თურმე ჩვენ ქვეყანაში, ასეთი კულტურის, მენტალობის და ტრადიციების ხალხში, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს, თურმე ამ ადამიანების უფლებები და პროპაგანდა არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და თურმე გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მივიღოთ. გამჭვირვალობა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა , უფლებებისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნაა რუსული? რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს? ამ დროს მტრის, ოკუპანტის საქმეს ვინა აკეთებს, ქართველი ხალხი ბოლოში სწორ ანალიზს აკეთებს, ქართველი ხალხი ხვალ თავის სიტყვას იტყვის. არ იქნება ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება, არ იქნება სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ღირსეული წარმომადგენელიც იქ არ იქნება. ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება [დასწრება] ყველა თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ წამოსვლა არ უნდათ. აქვე მივმართავ ყველას,საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, თუკი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს, არათუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არავინ დაუსვამს, რატომ არ მოდის. განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ. თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანესო, ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის, მათი ტელევიზიების და მდიდარი ენჯეოების. არცერთი ადამიანი არ უნდა ვნახოთ იქ, ვისაც არ აქვს დასწრების სურვილი.ვისაც სურვილი აქვს და სჯერა ჩვენი და იცის ის ყველაფერი, რომ ევროპასთან დაკავშირებული კითხვები არ არსებობს, ეს გზა უალტერნატივოა და ჩვენი ხელისუფლებაა, რომელმაც მიაღწია ასოცირების შეთანხმებიდან დაწყებული, ვიზალიბერალიზაციიდან და კანდიდატის სტატუსიდან გაგრძელებული და ჩვენ ვიქნებით ისინი ვინც ქვეყანას ევროკავშირის წევრს გავხდით. ვინც ამ რეალურ, პრაგმატულ, ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სურვილი აქვს ეს დააფიქსიროს, ყველას მოვუწოდებ რომ აქციაზე იყოს “, - განაცხადა მდინარაძემ.

აქცია

პოლიტიკა 1714240231

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ვიკრიბებით ფილარმონიასთან და 18:00 საათზე, მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის სასახლისკენ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ღონისძიებაში - მამული, ენა, სარწმუნოება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.„29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ყველას გელოდებით ფილარმონიასთან! „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ვიკრიბებით ფილარმონიასთან და 18:00 საათზე, მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის სასახლისკენ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ღონისძიებაში - მამული, ენა, სარწმუნოება! ერთად ვუთხრათ კი: გამჭვირვალობას; საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას; ქვეყნის მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას; ტრადიციულ ეროვნულ და ნამდვილ, ევროპულ ღირებულებებს.ერთად ვუთხრათ არა: შავი ფულით მოწყობილ რევოლუციებს; მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას; ლგბტ პროპაგანდას; ნარკოტიკების პროპაგანდას; პოლიციელების შეურაცხყოფას; სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და რადიკალიზმს.ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ახალგაზრდების სახელი გამოიყენოს.სამი კვირის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები აქტიურ, საინფორმაციო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ახლა კი, დადგა დრო ახალგაზრდული მსვლელობითაც ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე და ილიას გზის ერთგულება.ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი საქართველოს განვითარებაში. 2024 წლის 29 აპრილიც ამის დადასტურება უნდა იყოს! შემოგვიერთდით! #ღირსებითევროპისკენ#ახალგაზრდულიმსვლელობა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრლებულ ინფორმაციაში.

მათიკაშვილი

პოლიტიკა 1714213569

აუცილებელია, კონსტიტუციურ დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ოჯახი და არასრულწლოვანების დაცვა - დავით მათიკაშვილი

„საჭირო და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდეს, განისაზღვროს, კონსტიტუციურ დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ოჯახი და არასრულწლოვანების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა მესტიაში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.დავით მათიკაშვილის თქმით, საუკუნეების მანძილზე ქართველებს უამრავ გამოწვევასთან გამკლავება მოუწიათ და ახლაც უწევთ ბრძოლა.მისივე განმარტებით, არის მცდელობა, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ დატოვებული სამი საუნჯიდან ერთ-ერთი - „სარწმუნოება“ შეცვალონ „ერთობით“.„არ სურთ იმ სამი დიდი საუნჯის კვლავ მყარად არსებობა ჩვენ ქართულ მენტალობაში, რომელიც ქმნის ქართულ სულიერებას და მსოფლმხედველობას, რომელიც ჩვენს შვილებს უბიძგებს და ეუბნება კონკრეტულად რა გზით უნდა იარონ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ერთსქესიანთა ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდამ ბევრ ქვეყანაში მძიმე შედეგები გამოიწვია.„ჩვენი საქმე არ არის ვინ რას აკეთებს, ვინ რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. კონსტიტუცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველას აძლევს საშუალებას, იცხოვროს იმ წესით, რაც მას სურს, მაგრამ ამ წესს, უმრავლესობას ნუ მოახვევთ თავს! ნუ შეხვალ სკოლაში, საბავშვო ბაღში იმ პროპაგანდით, რომელიც სრულიად მიუღებელია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. სამყარო ნელ-ნელა მწიფდება იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიძლება ყველაფრის პროპაგანდა იყოს დაშვებული და ისევე ჩვეულებრივ წესად მიჩნეული, როგორც ის ღირებულებები, რომლითაც დღემდე ვარსებობთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714203127

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციურ კანონპროექტებს დღეს მესტიაში განიხილავს

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა გრძელდება.საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს მესტიაში განიხილავს.როგორ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა, ამის შესახებ საყოველთაო სახალხო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130756

დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპაში არის სერიოზული გამოწვევები პროპაგანდის კუთხით, რაც იწვევს მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს.„7-წლიან მონაკვეთში გაზრდილია ლგბტ პირების რაოდენობა ევროპაში სამჯერ, გასამმაგებულია და 18-25 წლის მოსახლეობაში ეს რაოდენობა აღწევს 20 პროცენტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც გვინდა, ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ოჯახს არ უნდა, რომ საკუთარ ოჯახში იხილოს ამ ტენდენციების გამოვლინება, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ პროპაგანდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ეტყობა უკვე ევროპულ საზოგადოებებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714067793

ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება

“მთავარი ტყუილის შესახებ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას-ესაა, ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების, არასამთავრობოების და დეზინფორმატორი ტელევიზიების მიერ, ჩვენი მოსახლეობის გამწარების აუხდენელი სურვილი, რომელსაც აღსრულება ამჯერადაც არ უწერია”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.“საქართველოში ნაძარცვი ფულით დაფინანსებულმა ევროპარლამენტარებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში არეულობას, დესტაბილიზაციას და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას ლობირებენ დღეს, რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი. ამ ევროპარლამენტარებს ვადა ეწურებათ, წასვლის წინ კიდევ ერთხელ მაოხრებელ გზირად წარმოგვიდგნენ. სამარცხვინოა, როცა საქართველოში არეულობის მიზნით არაჟნის კონტეინერით შემოპარულ, თავის ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელსა და უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვენ. კარგად გვახსოვს, მათივე რეზოლუცია, სადაც რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების 20% ხონჩით მიმრთმევისა და რუსეთისათვის სტრატეგიული ობიექტების გადამცემის იგივე სააკაშვილის, როგორც სასიკვდილოდ განწირულისა და ნაწამების განთავისუფლებას ითხოვდნენ. ერთი წამით არ გასჩენიათ ერთი კითხვაც კი მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ერთმხრივ ლგბტ-ს პროპაგანდას დაკანონებას და მეორე მხრივ გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება, შესაბამისად კი ეროვნული ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლების ნაცვლად, მათი ყურმოჭრილი მთავრობის ჩამოყალიბება. რეზოლუციით ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ადამიანისთვის რომელმაც კრიმინალ მმართველებს დემოკრატიული არჩევნების გზით გამოსტაცა ხელისუფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უამრავ ქველმოქმედებაზე და მამულიშვილურ პროექტებზე. და ბოლოს მთავარი რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი გახლავთ. მისი გათვალისწინება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ კი ევროკომისია და ევროსაბჭო გადაწყვეტს, რასაც შესაბამისად 27 ქვეყნის თანხმობა ანუ კონსენსუსი სჭირდება. ახლა კი მთავარი ტყუილის შესახებ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას-ესაა, ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების, არასამთავრობოების და დეზინფორმატორი ტელევიზიების მიერ, ჩვენი მოსახლეობის გამწარების აუხდენელი სურვილი, რომელსაც აღსრულება ამჯერადაც არ უწერია!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

kaxa kaladze

პოლიტიკა 1714063088

კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას

 პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, სავარცხვინოა რეზოლუცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, დასანქცირდეს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია, ხოლო ამის პარალელურად საუბრობენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის გაწვევაზე. „სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და თავისუფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ - პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს. მინდა, ერთი რამ ვთქვა, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად სარწმუნოებისა, სქესის, ორიენტაციისა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია, იცხოვროს, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია,“- აღნიშნა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.