რომის პაპი ლეო XIV

მსოფლიო • 1790662558

რომის პაპმა განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ

რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გამოსვლის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ არ არის და მას სერიოზულად უნდა მოეპყრონ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ AI-ის ექსპერტთა მიერ წამოჭრილი უსაფრთხოების რისკები განხილვასა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.„ეს ის პრობლემაა, რომელზეც, ვფიქრობ, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ“, - განუცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებს.„ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ გულხელდაკრეფილნი ვიხსდეთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არაფერი მოხდება“, - განაცხადა მან.„რომ მკითხოთ, პანიკაში ვარ თუ არა - არა, არ ვარ, ღამით მშვიდად მძინავს. თუმცა ნამდვილად მიმაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს ექსპერტებისა და სპეციალისტების წუხილი სერიოზულად უნდა მივიღოთ. არ მგონია, ეს „ფეიკ ნიუსი“ იყოს, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს - ფინანსური თუ სხვა გამორჩენის მიზნით“, - დასძინა რომის პაპმა.

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა • 1790268772

ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული განცხადება გაავრცელა, რითაც “თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს”. “ეს ე.წ. “ხაშურის მუნიციპალიტეტის” ადმინი, რომელიც გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი! ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია! ნუ კოლექტიურ ნაცებს სხვა რა უნდიდათ და დაიჯერეს და მლანძღავენ და მწყევლიან თურმე. არადა ამ მავნებელმა რადიკალმა ფეიკი გაავრცელა და ამით თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს!” - წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ზე.

ტრამპი

მსოფლიო • 1789819533

თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? მე ისინი ჩემს ოფისში არ მინდა - დონალდ ტრამპი კონკრეტულ მედიასაშუალებებზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა არდაშვება სრულებით მარტივი გადაწყვეტილებაა.ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას უბრალოდ არ სურს აღნიშნული ჟურნალისტების ხილვა თავის ოფისში. მისი თქმით, ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება, ხოლო თუ მედიასაშუალებები საკუთარ მიდგომებს შეცვლიან, იგი გადაწყვეტილებას გადახედავს.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანიების — CNN-ის, MS NOW-სა და გამოცემა Politico-ს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ, რისი მიზეზიც, ტრამპის განმარტებით, ამ გამოცემების მიერ ცრუ ინფორმაციის („ფეიკ ნიუსების“) პერმანენტული გავრცელება გახდა.

pentagoni

მსოფლიო • 1789499438

პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისი – ირანთან ომმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში საბრძოლო მასალების დეფიციტი გამოიწვია

ირანთან ომმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში საბრძოლო მასალების დეფიციტი და მათი მარაგების შევსების პროცესში შეფერხებები გამოიწვია. ამის შესახებ პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.ანგარიში ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის საბრძოლო მასალების მარაგები „პრაქტიკულად შეუზღუდავია“ და დეფიციტის შესახებ გავრცელებული ცნობები „ფეიკ ნიუსია“.დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს მონაცემებით, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით აშშ-მა საბრძოლო მასალებზე 22 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, რამაც „სტრატეგიული მარაგების დეფიციტი“ გამოიწვია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალის წარმოებისა და მარაგების შევსების მიმართულებით აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო სექტორში გარკვეული შეფერხებები არსებობს.გენერალური ინსპექტორის ახალ ანგარიშში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, თუ რამდენი იარაღი და საბრძოლო მასალა დარჩა აშშ-ის არსენალში, თუმცა, დოკუმენტი ადასტურებს როგორც მარაგების დეფიციტს, ისე წარმოების მიმართულებით არსებულ შეფერხებებს.ანგარიშის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტი ახლა შესყიდვების პროცედურების გამარტივებასა და წარმოებისთვის საჭირო დროის შემცირებაზე მუშაობს, რათა დეფიციტი აღმოიფხვრას და შესაძლო ახალი სამხედრო კრიზისის შემთხვევაში სწრაფად რეაგირება შეძლოს.

ძეხვი

მსოფლიო • 1788459651

ფრანგმა მეცნიერმა ძეხვის სურათი „ჯეიმს ვების“ ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოდ „გაასაღა“

 საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისიის დირექტორმა და მეცნიერების შესახებ რადიოგადაცემის წამყვანმა ძეხვის სურათი ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებულ ფოტოდ გაასაღა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.ტელეარხის ცნობით, ეტიენ კლაინმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „პროქსიმა ცენტავრას ფოტო, მზესთან უახლოესი ვარსკვლავის, რომელიც ჩვენგან 4,2 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. სურათი ტელესკოპ„ჯეიმს ვებით“ არის გადაღებული. დეტალიზაციის დონე... ყოველდღე ახალ სამყაროებს ვპოულობთ“, - დაწერა კლაინმა.თუმცა მოგვიანებით მეცნიერს ბოდიშის მოხდა მოუწია, რადგან მისი 92 მილიონი გამომწერიდან ბევრმა დაიჯერა, რომ ფოტოზე რეალურად ვარსკვლავია.„თავს ვალდებულად ვთვლი დავაზუსტო, რომ ეს ტვიტი უბრალოდ ხუმრობა იყო. მოდით ვისწავლოთ ყველაფერში არ ვენდოთ ავტორიტეტულ შეტყობინებებსა და კაშკაშა გამოსახულებებს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვისთვისაც ჩემი ორიგინალობას მოკლებული მისტიფიკაცია შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. უბრალოდ მოგიწოდებთ, ფრთხილად იყავით კადრებთან, რომლებიც, პირველი შეხედვით, გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან“, - დაწერა მეცნიერებმა.მან ასევე აღნიშნა, რომ თავისი პოსტით სოციალურ ქსელებში ფეიკების გავრცელების საკითხზე უნდოდა ყურადღების მიქცევა.ტელესკოპი „ჯეიმს ვებ“ NASA-მ ევროპული და კანადურ კოსმოსურ სააგენტოების დახმარებით შექმნა. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი დოლარია. ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს, ივლისში, კი მისი მეშვეობით გადაღებულ პირველ ფოტოები გამოქვეყნდა.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა • 1787943120

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ “ოპო”-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ჩერგოლეიშვილი,  ახალგაზრდებს ამუნათებს-  შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად  “ეს “გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ეს “საბოტაჟნიკი” ცოლ-ქმარი- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.„ტფუჰ ეს ამაზრზენი ლექსიკით დედაკაცი , ჩერგოლეიშვილი,  ახალგაზრდებს ამუნათებს-  შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ,ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად  “ეს “,გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის “მაყუთით гулян-კობს”, ეს “საბოტაჟნიკი” ცოლ-ქმარი, 2026 წელია  გარეთ და მისი  (  პრეზიდენტ სააკაშვილის დროს), მაღალთანამდებობაზე მყოფი ,უშიშროების მდივანი ქმარი დაკითხულიც  არ არის, არც წულუკიანის კომისიაზე რომ არ მიუწვევიათ ბოკერია და ახლა ეს ფეიკ “ოპო”-ბოკერიას ცოლი, უბინძურესიპოლიტბეგრაუნდით ბედავს და ახალგაზრდა პოლიტპატიმრებს  ამუნათებს  ,”ქართულ ოცნებას გაუხარდა თქვენი შეწყალებაო”.  დიახ, ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ გარეთ უნდა იყოს, არა თქვენმა მზემახალგაზრდები ციხეში და შენ და ბოკერია “გაზპრომის” ანუ პუტინის “მაყუთით”გარეთ უნდა გრიალებდეთ და ანადგურებდეთ ნებისმიერ ოპოზიციურ გაერთიანებას!მთელი ცხოვრება გაკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ, გადახედეთ,  პირდაპირ ფაქტები მეტყველებენ !!!!!“- წერს ჩარკვიანი.

davit qartvelishvili

პოლიტიკა • 1785993296

დავით ქართველიშვილი სუს-ის განცხადებაზე: თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან - საუბარი იქნება მიზანმიმართულ მცდელობაზე, საერთაშორისო სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივ საფრთხეში იმყოფებიან

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ გამოძიებით დადასტურდება კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის არსებობა, საქმე მხოლოდ დეზინფორმაციას აღარ შეეხება და შესაძლოა, საერთაშორისო კრიზისის პროვოცირების მცდელობაზე მიუთითებდეს.როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან - საუბარი იქნება მიზანმიმართულ მცდელობაზე, საერთაშორისო სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივ საფრთხეში იმყოფებიან.მისივე თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას საზღვარგარეთ.„როგორც შევიტყვეთ სუს-ის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება კოორდინირებული კამპანიის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ თითქოსდა სისტემური ძალადობისა და დამცირების შესახებ - დაწყებული ისტორიებით, თითქოს მათ ტყეში მარტო ტოვებდნენ, დასრულებული მტკიცებებით, რომ ქართულ რესტორნებში მათთვის შეკვეთილ საკვებს განზრახ აბინძურებდნენ. უწყების ინფორმაციით, მსგავსი ცნობები თავდაპირველად ვრცელდებოდა ყალბი ანგარიშების ქსელის მეშვეობით, შემდეგ კი კოორდინირებულად აიტაცა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა ონლაინმედიამ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან - საუბარი იქნება მიზანმიმართულ მცდელობაზე, საერთაშორისო სივრცეში შეიქმნას წარმოდგენა, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივ საფრთხეში იმყოფებიან.ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ სისტემური თავდასხმებისა და დამცირების ხელოვნურად შექმნილმა სურათმა შესაძლოა არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ პოტენციურად სახიფათო პოლიტიკური განზომილებაც შეიძინოს. თუ საინფორმაციო სივრცეში თანმიმდევრულად ყალიბდება შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ორგანიზებული დევნის მსხვერპლნი არიან, ასეთი საინფორმაციო ფონი შესაძლოა დამატებით არგუმენტად იქცეს მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი რეაგირების მოთხოვნისთვის.თუ ამ ვერსიას დავეყრდნობით, უფრო გასაგები ხდება მსგავსი კამპანიების შესაძლო ორგანიზატორების ლოგიკაც. მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნაში, აქცენტი შესაძლოა სხვა სცენარზე გადავიდა - კრიზისის პროვოცირება უკვე ჰუმანიტარული და ეთნიკური დაპირისპირების მიმართულებით. არა სამხედრო კონფლიქტი თბილისის ინიციატივით, არამედ ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, სადაც მოსკოვზე გაჩნდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლა, რათა მან საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. პარალელურად, მსგავსი ესკალაცია შესაძლოა მძიმედ ასახულიყო რუსეთში მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორაზეც, გამოეწვია სიმეტრიული საპასუხო ნაბიჯები და გაეღვიძებინა 2006 წლის მტკივნეული მოგონებები, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მასობრივი დეპორტაციებით, ბიზნესის ფართომასშტაბიანი შემოწმებებითა და ათასობით ქართველისთვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგებით იყო დატვირთული.სწორედ ამიტომ, საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება ჩვეულებრივი ინტერნეტფეიკების წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად სცდება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ მართლაც არსებობდა გარედან მართული და კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც იყო საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ ყალბი წარმოდგენის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება, მაშინ საუბარი იქნება ინფორმაციული სივრცის გამოყენების მცდელობაზე საერთაშორისო კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ასეთ ვითარებაში თავდასხმის ობიექტი მხოლოდ ტურისტული სექტორი ან საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია აღარ იქნება - საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მთელი რეგიონული სტაბილურობა, რადგან ხელოვნურად გაღვივებულმა ურთიერთსიძულვილის ატმოსფერომ შესაძლოა მხარეები ისეთი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს, რომელთა შედეგებიც ვირტუალური სივრცის ფარგლებს ბევრად გასცდება.“ - წერს ქართველიშვილი.

ზეითუნის ზეთი

რჩევები • 1785849420

როგორ შევამოწმოთ ზეითუნის ზეთი ყალბია თუ რეალური - არუნ ხათრის რჩევები

ინდოელი ბლოგერი და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩი, არუნ ხათრი განმარტავს, თუ რა მარტივი ტესტებითა და ვიზუალური ნიშნებით შეგვიძლია შევამოწმოთ პროდუქტის ნამდვილობა და აგვირიდოთ თავიდან ჯანმრთელობისთვის მავნე მინარევები:„ერთი კოვზი ზეთი პირში უნდა დაიგუბოთ და მენთოლივით შეგრძნება უნდა გქონდეთ. თუ არაფრის გემო არ აქვს, გამოდის ფეიკია. წესი მეორე, ზეითუნის ზეთი პლასტმასის ბოთლში არ უნდა იყოს, ის აუცილებლად მინის ბოთლში უნდა იყოს მოთავსებული და შენახვის ვადა მხოლოდ 2 წელს შეადგენს. კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ზეთის ნამდვილობას დაადგენს, არის ის, რომ ჩადეთ მაცივარში და ერთი საათის შემდეგ გამოიტანეთ, ზეითუნის ზეთი არ იყინება“,- ამბობს არუნ ხათრი.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1784467096

ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! - დიმიტრი სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, ბერა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე პოსტი გამოაქვეყნა.დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მისამართით შავი კამპანიის საშუალება არავის მიეცემა.„ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! რომ იცოდეთ, ამ სიბინძურით ივანიშვილების ოჯახს ვერაფერს დააკლებთ, ხალხის მოტყუების უფლებას არ მოგცემთ!“, - წერს სამხარაძე.

სიყვარული

სამართალი • 1783887339

ვირტუალური სიყვარულის ანატომია - რა ხრიკებით გვაბამენ მახეში რომანტიკული თაღლითები

ამბავი, რომელიც 50 წლის ქართველი ქალისთვის ზღაპარს ჰგავდა, მართლაც კარგად შეთხზული ზღაპარი აღმოჩნდა, ოღონდ ბედნიერი დასასრულის გარეშე. სოციალურ ქსელში უცხოელ მამაკაცთან დაწყებული კომუნიკაცია, მალე სასიყვარულო მიმოწერაში გადაიზარდა. ნიშნობის გეგმები, ძვირფასი საჩუქრების დაპირება და ბოლოს ერთი პატარა თხოვნა: თითქოსდა მისთვის გამოგზავნილი ამანათის დეკლარირებისთვის ქალს 600 ევრო უნდა გადაეხადა. თანხა გადარიცხა, თუმცა საბოლოოდ ფულიც დაკარგა, ძვირადღირებული საჩუქრებიც და რაც მთავარია - ზღაპრული სიყვარულიც.მას შემდეგ, რაც სიყვარულიც დასრულდა და მიმოწერაც, იმედგაცრუებულმა ქალმა საქმეში გასარკვევად ადვოკატს მიმართა. იურისტი გვიყვება, რომ მის პრაქტიკაში რომანტიკული თაღლითობის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. არცერთ ასეთ საქმეზე პროცესები იურიდიულ კონსულტაციას არ გასცდენია, რადგან საბოლოოდ სამართლებრივი რეაგირებისგან ყველა მსხვერპლი თავს იკავებს.რომანტიკული თაღლითები დღეს სიყვარულს არა გულით, არამედ ალგორითმით "წერენ". კარგად იციან, რა უნდა თქვან, როდის უნდა თქვან და ყველაზე მთავარი - როდის უნდა ახსენონ ფული. სპეციალისტები ამბობენ, რომ თაღლითები მსხვერპლს შემთხვევით არ ირჩევენ. ისინი დიდ დროს უთმობენ ნდობის მოპოვებას, ემოციების გაღვივებას და მხოლოდ ამის შემდეგ ითხოვენ თანხას.ონლაინ უსაფრთხოების ექსპერტი ინგა ქარჩავა ამბობს, რომ თუ ვირტუალური პარტნიორი მოულოდნელად საბანკო გადარიცხვას მოითხოვს, მას სავარაუდოდ თქვენს ნაცვლად, თქვენივე ანგარიშის ბალანსი შეუყვარდა.ეს სცენარი მხოლოდ საქართველოში არ თამაშდება. გაცნობის აპლიკაციებსა და სოციალურ ქსელებში ხელწერა ყველგან მსგავსია - კომპლიმენტები, სიყვარულის ახსნა, საერთო მომავლის გეგმები... და მოულოდნელად საქმეში შემოდის ფული. მსოფლიოში რომანტიკული თაღლითობა უკვე მრავალმილიონიან ინდუსტრიად იქცა. შეერთებულ შტატებში, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფედერალურ უწყებებში 64 000-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს, ზარალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რუსეთში კი, ყალბი პაემნებით სამმა თაღლითურმა დაჯგუფებამ გასულ წელს 330 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. მსხვერპლთა უმეტესობა შუახნის ასაკს გადაცილებული ქალები და მამაკაცები არიან.ხელოვნური ინტელექტი დღეს ონლაინ თაღლითების ხელში კიდევ ერთი ძლიერი იარაღია. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში ქალი დიფ ფეიკის გამოყენებით შექმნილი ვიდეოზარით მოატყუეს. მსხვერპლი დარწმუნებული იყო, რომ ეკრანზე არც მეტი, არც ნაკლები დუბაის პრინცს ესაუბრებოდა. სინამდვილეში კი პრინცი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულება იყო, მეორე მხარეს კი იდგა თაღლითი, რომელმაც ქალს პრინცის სახელით სოლიდური თანხა გამოსძალა. იგივე მეთოდით თაღლითებმა საფრანგეთში მცხოვრებ ქალს 830 000 ევრო ბრედ პიტის სახელით გამოსძალეს. ამ შემთხვევაშიც მსახიობის გამოსახულება ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი.რომანტიკული თაღლითობის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, ისრაელის მოქალაქე, 35 წლის საიმონ ლევიევია. ის გასული წლის სექტემბერში ბათუმის აეროპორტში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, თუმცა საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოც დატოვა. ადვოკატის თქმით, გერმანიამ მის მიმართ ყველა ბრალდება უკან წაიღო. ლევიევი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის გმირადაც იქცა. სერიალის მიხედვით, ის წლების განმავლობაში ქალებს ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს აცნობდა ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის მემკვიდრედ. შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.როგორც წესი თაღლითები პოტენციურ მსხვერპლთან თავს შეძლებულ და წარმატებულ ადამიანად წარმოაჩენენ. და სანამ უცხოელი „პრინცი“, “ჰოლივუდის ვარსკვლავი“, „იტალიელი ბიზნესმენი“ ან „ამერიკელი სამხედრო“ სიყვარულს აგიხსნით, ერთი კითხვაც დაუსვით საკუთარ თავს - თუ ადამიანს მილიონები აქვს, რატომ სჭირდება მას თქვენი ფული? ზოგჯერ სწორედ ამ კითხვას შეუძლია სიყვარულიც გადაარჩინოს და დანაზოგიც. https://rustavi2.ge/ka/news/357943?fbclid=IwY2xjawTA1DRleHRuA2FlbQIxMABicmlkETF2a1lQU2xYVnJRVnoybmsxc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvX6L16wtLy3uD59sUm57jbSyMoBWiJj3YDy0gGXpI_Zs-tjZdcz4ycPHK07_aem_m4lfsNtm9jgAZTVtG6uZOw 

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა • 1782904011

მამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციური ლანდშაფტი, არამედ აგენტურა, რომელიც დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ეს არ უნდა დავუშვათ

მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს, რასაც, მდინარაძის თქმით, სავალალო შედეგები ჰქონდა.„ამ დავალებების სავალალო შედეგები ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ბევრმა ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავსა და საკუთარ ქვეყანაზე. მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, შედეგი იქნება ისევ აგენტურის მიერ ქვეყნის მართვა დავალებების შესაბამისად. ეს არ უნდა დავუშვათ და ამ არდაშვების აუცილებელი პირობაა, გავათვითცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას. აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მისი გავლით მედიასაშუალებებს. აგენტურა, რომელსაც ჩაეხსნა დაფინანსების წყაროები „ფარას“ კანონის მიხედვით და ახლა კიდევ უფრო დასუსტებულია. ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სვლები და სწორედ ამიტომ იყო „რუსული კანონის“ ორწლიანი ფეიკკამპანია, საუკუნის თაღლითობად წოდებული. მათ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ აგენტურის მთავარი დაფინანსების არხი იჭრებოდა გამჭვირვალობის კანონით. ამიტომ იყო ასეთი ისტერია, თორემ დღეს კანონი მუშაობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ვხედავთ დასუსტებულ ოპოზიციას. მეტი არავის არაფერი შეტყობია. ეს არის ამ კანონის მუშაობის შედეგი. ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას – ამის გათვითცნობიერებას თუ შევეცდებით, თუ მივხვდებით, რომ არ გვაქვს საქმე ოპოზიციასთან, უბრალოდ მას ხანდახან ვუწოდებთ ოპოზიციას და რეალურად, აგენტურასთან გვაქვს საქმე, მაშინ კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამია

პოლიტიკა • 1782138631

გამოიგონებენ „მტრის ხატს“ და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან - ნიკა გვარამია ოპოზიციაზე

„6 ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ, რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად?“, - ამ განცხადებით ეხმაურება პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია ოპოზიციაში არსებულ მორიგ შიდა დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებს.გვარამია კოლეგებს შიდა კრიზისის გადასაფარად ხელოვნურად „მტრის ხატის“ შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები საკუთარი გადარჩენის მიზნით, სხვებზე თავდასხმით ფეიკ ერთობის დემონსტრირებას ცდილობენ.„ესე იგი, ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს. და მერე მოტრიალდებიან და ყველა ჩვენ გვერჩის და ჩვენი დაშლა უნდათო, იწყებენ წიოკს.ახლა, თავის ჭკუით, დაამუღამეს, რომ როცა უმძიმესი შიდა პრობლემები აქვთ (და სულ ეგ აქვთ ბოლო 5 წელია), გამოიგონებენ „მტრის ხატს“ და თავდაცვითი პასუხის მოლოდინში დაუწყებენ სიგიჟეების დაბრალებას, გინებას, შეუსევენ აჟიტირებულ ქალ-კაცს და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან. კონსოლიდირდებიან გამოგონილი „საერთო მტრის წინააღმდეგ“ და ფეიკ ერთობას დემონსტრირებენ. ასეთი ხელოვნური სუნთქვით ინარჩუნებენ თავს.სასაცილოა ეს ყველაფერი, ზედაპირული და უსუსური. ამიტომაც არ ვცემ პასუხს და არც გავცემ, სულ რომ შუაზე გასკდნენ დიდიან პატარიანად. იგივეს ვურჩევ სხვასაც.მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6-ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად? არ დაგეხმარებით საკუთარი თავის ჩვენ ხარჯზე გადარჩენაში და არ აგყვებით. თავად მოახერხეთ, თუ შეგიძლიათ. არა და გადაიტანს საქართველო უთქვენობას,“ - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

✕