მომღერალი და ლოტბარი გივი შანიძე გარდაიცვალა
1738779226
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ამაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება.
„მინდა, რომ ირანი იყოს დიდი და წარმატებული ქვეყანა, თუმცა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები, ისრაელთან ერთად თანამშრომლობით, აპირებს, ირანი ნამსხვრევებად აქციოს, ძალიან გადაჭარბებულია. მე ბევრად მირჩევნია დამოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ირანს მისცემს მშვიდობიანად ზრდისა და განვითარების საშუალებას. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა და მოვაწყოთ ახლო აღმოსავლეთში დიდი ზეიმი, როდესაც ის ხელმოწერილი და დასრულებული იქნება. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი!“, – წერს ტრამპი.