მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1640-ს გადააჭარბა - ბოლო ცნობები ადგილიდან

მიანმარი

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1640-ს გადააჭარბა, დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი, 139 მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

განახლებულ მონაცემებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ავრცელებს.

ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში დანგრეული და დაზიანებულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

სტიქიის ზონაში დანგრეულია ხიდები და გზები.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მანდაილაისგან 17 კილომეტრში მდებარეობდა.

მიანმარში7.7 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.

მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ ნანგრევებში მოყოლილია სულ მცირე 50 მუშა.