მექსიკაში ტყის ხანძარს ებრძვიან

მექსიკა

 მექსიკაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ოახაკას შტატში გაჩენილმა ხანძარმა ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

სახანძრო ბრიგადებთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით მოხალისეა ჩართული. ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.