1728420497
მედვედევი უკრაინას კვლავ ბირთვული იარაღით ემუქრება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა გააფრთხილა უკრაინა, რომ მან შორი მოქმედების რაკეტებით რუსულ სარაკეტო სისტემებს ცეცხლი არ გაუხსნას. მედვედევი ამბობს, რომ ამას შესაძლოა, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე ინტენსიური და შედეგიანი დარტყმა განახორციელეს. ეს 2023 წლის განმავლობაში ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეფექტიან მუშაობას ადასტურებს. გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის რაკეტები და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მუხტები, ნუ მხოლოდ ბირთვულის გარდა“, - განაცხადა მედვედევმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.
რაც შეეხება უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემების დაბომბვის შესაძლებლობას, მედვედევი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთს ბირთვულ იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.
„ეს არ არის თავდაცვა. ეს არის ქმედება, რომელიც ჩვენს მიერ ასეთი ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას გვაძლევს“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამში“.