მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Vogue France-ის მარტის ნომერში

მატილდა გვარლიანი

ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი  Vogue France-ის მარტის ნომერში, მსოფლიოს წამყვან მოდელებს შორის Mario Sorrenti-ს ობიექტივში მოხვდა.

ეს ნომერი 28 გამორჩეულ ქალს ეძღვნება, რომლებიც არა მხოლოდ მოდის სფეროს, არამედ თანამედროვე კულტურასაც განსაზღვრავენ. მატილდა გვარლიანი მათ გვერდით იმსახურებს თავის ადგილს, როგორც ახალი ეპოქის სახე, რომელსაც მოდის სამყაროში უკვე დიდ გავლენა აქვს. Vogue France-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება და დიდ გამოხმაურებას იმსახურებს.