პრემიერი: სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, ხაბეიშვილს ათქმევინეს, პრეზიდენტი აღარ არის, აზრი აღარ გვაინტერესებსო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

ირაკლი კობახიძე

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა - გუბაზ სანიკიძემ ორი დღით ადრე ზურაბიშვილს თამარ მეფე უწოდა და ორ დღეში მას ათქმევინეს, რომ ზურაბიშვილის აზრი არავის აინტერესებდა.

„ზურაბიშვილი სოროსის ფონდის ოფისში დასვეს, რაღაც საოცარი მოვლენაა, დაარქვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატი და დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ აგინებინებენ. გუბაზ სანიკიძე, პრინციპულობით გამორჩეული პოლიტიკოსი გამოვიდა, ორი დღით ადრე თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, რომ არავის აინტერესებს მისი აზრიო, მეორე დღეს გამოიყვანეს ხაბეიშვილი და ათქმევინეს, რომ ეგ პრეზიდენტი აღარ არის და მაგის აზრი აღარ გვაინტერესებსო. ჩამოწერა მიდის თანდათანობით, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასევე იქნება ჩამოწერილი, ეს არის აშკარად „დიფ სთეითის“ გადაწყვეტილება. ყველაფერი გარედან იმართება. თუ „დიფ სთეითი“ არ დაავალებს არაფერს, არც ხაბეიშვილი იტყვის, არც გუბაზ სანიკიძე და არც ვინმე სხვა“, - განაცხადა პრემიერმა.