"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ტრაგედია მოხდა ბათუმში - დენის დარტყმის შედეგად ბათუმელი, დათო ბერიძე დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი ბათუმი - გარდაიცვალა დათო ბერიძე, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ოქროს ბიჭი... შენთან რა უნდოდა სიკვდილს...
ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. დღეს მგლოვიარეა ჩემი ბათუმი შავებით შეიმოსა...
დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, ლალი, თანაგიგრძნობ, შენი ანგელოზის, შენი დათუნას გარდაცვალებას... შენი ხმა არ ამომდის ყურებიდან, არ იმსახურებდი ამას... შოთო, ჩემი მშრომელი შვილი დენმა მომიკლაო...
ღმერთო აცხონე დათუნა და მის დედას მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს...“ - წერს შოთო სიხარულიძე.