ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის დეპორტაციას გამორიცხავს. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-ს უთხრა.
„მე არ მინდა ეს გავაკეთო" - თქვა ტრამპმა პრინც ჰარის ქვეყნიდან გაძევებაზე - „მე მას თავს დავანებებ, საკმარისი პრობლემები აქვს თავის ცოლთან. ის საშინელია".
პრინც ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს რამდენჯერმე ჰყავს ტრამპი გაკრიტიკებული, კერძოდ, მათ ნათქვამი აქვთ, რომ ტრამპი "საზოგადოების გამყოფი" და "ქალთმოძულე" პიროვნებაა.
Heritage Foundation-ის მტკიცებით, პრინცმა ჰარისმა აშშ-ს ვიზის აღების პროცესში დამალა ნარკოტიკების გამოყენების ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში აღწერა, რის გამოც მის ვიზას შესაძლოა გაუქმება ემუქრებოდეს.