მარკო რუბიო: ზოგიერთმა ევროპელმა კოლეგამ განაცხადა - „მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ“. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არაა და ეს ნამდვილად არაა გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი თანახმაა

მარკო რუბიო

ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მას განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ერთი წელი უნდა გაგრძელდეს.

„თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? ომის კიდევ ოთხი წელი? ომის კიდევ სამი წელი? ომი, რომელზეც აშშ და ევროპა გააგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას? ეს არის ალტერნატივა?“ - აღნიშნა მარკო რუბიომ.

„მე ვკითხე თითოეულ [ევროპელ] საგარეო საქმეთა მინისტრს, ვისაც შევხვდი: „მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ დასრულდება ეს?“ უმეტესობას გეგმა არ აქვს. ზოგიერთმა თქვა: მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ, ერთი წლის შემდეგ, სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი წლის შემდეგ, პუტინი შეიძლება მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არ არის და ეს ნამდვილად არ არის გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი [ტრამპი] თანახმაა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.