1740914281
„უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად, ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება“ - ზელენსკი

„უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად, ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება" - ზელენსკი
დღეს, 09:45 21
დიდი ბრიტანეთის დატოვებამდე უკრაინის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთა.
"უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად - ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და შეიცავდეს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს.
აქვე პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი მოაწეროს იშვიათი მინერალების შეთანხმებას და გაიმეორა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ის თანახმაა თანამდებობა დატოვოს.