„მახსოვს, როდესაც მეხებოდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა..." -  R.Kelly-ს სექსუალურ ძალადობაში ქალიშვილი ადანაშაულებს

აბი

 R.Kelly-ს ქალიშვილი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბუკუ აბის თქმით, მამა მას ბავშვობაში სექსუალურად ავიწროებდა. ამჟამად რეპერი პატიმრობაში იმყოფება - მას ბრალად პედოფილის და ადამიანებით ვაჭრობა ედება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„მახსოვს, როდესაც მეხებოდა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ისე ვიწექი, თითქოს მეძინა. მეშინოდა, რომ ეს დედასთვის მეთქვა",- ამბობს ის. 

ბავშვობაში  მომხდარი ტრავმული ინციდენტის გამო აბის მენტალური პრობლემები შეექმნა. 

მისი თქმით, სუიციდური აზრები ჰქონდა. 

 R. Kelly-ის ადვოკატმა გამოცემა  People-თან საუბარში აბის მონაყოლი უარყო.