შალვა პაპუაშვილი: ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა, ეს ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა, 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად

შალვა პაპუაშვილი

წინ 26 ოქტომბერია, დღე როცა უნდა გადაწყდეს რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა - დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეში უნდა ითქვას 26 ოქტომბერს მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით განაგრძოს ევროპისკენ სვლა.

ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ, 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.