ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარებს დიდს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება“, - წერს ფონ კრამონი.

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მომხდარს მკაცრად გმობს.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

ფაქტის გამო შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო პარტნიორებმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტი“ დაგმო.

28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.