1740337798
სამწუხაროდ, ჩვენ ანტიდასავლური რიტორიკა საკმარისად მოვისმინეთ - ვიოლა ფონ კრამონი

სამწუხაროდ, ჩვენ ანტიდასავლური რიტორიკა საკმარისად მოვისმინეთ, თუმცა ეს თუ შეცვალეს, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა.
„დაველოდებით და ვნახოთ, დღეს როგორ მოგვიდგებიან. იმედი გვაქვს, რომ გვექნება თანამშრომლობითი და ნაყოფიერი შეხვედრა. კრიტიკას პირად კრიტიკად არ ვიღებ - თუკი მათ ერთ დღესაც სურთ შემოუერთდნენ ევროპულ ოჯახს, მაშინ უნდა დაგვინახონ, როგორც პარტნიორები. ჩვენ საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვართ - გვსურს, ერთ დღესაც ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში, თუმცა იქამდე მრავალი კრიტერიუმია და ეს კრიტერიუმები და პირობები უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.