ლუკაშენკოს ვიზიტი აღმაშფოთებელია, ის პუტინს წარმოადგენს და არა ბელარუს ხალხს - ტიხანოვსკაია

ოპოზიციონერი

ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ  ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტი“ აღმაშფოთებელი და მიუღებელია.

„ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის აღმაშფოთებელი და მიუღებელი. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და გვსურს მეტად მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის“,- წერს ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი.

ცნობისთვის, გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".