Puff Daddy-ის საბოლოო განაჩენი ცნობილია
1759651750
ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 500-მდე ადამიანი დააკავეს. როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, მანჩესტერში სინაგოგაზე თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ბრიტანეთის მთავრობისთვის ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედების“ აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოეთხოვათ.
დაკავებების უმეტესობა ტრაფალგარის მოედანზე მოხდა. პოლიციის ცნობით, მათ სულ 492 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი – 89 წლის.
პოლიციის ცნობით, 297 პატიმრობაში რჩება, დანარჩენები კი გირაოთი გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ბრძანება ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედების“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ.