1759601998
ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი განცხადებას აკეთებს

"ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით პატივი მივაგეთ ჩვენს წინაპარს, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოში.
"რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში, ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში.
ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა, ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი.
ვინც ერკვევით პოლიტიკაში არ ჩამოვთლი და ალბათ, არც არის საჭირო სცენიდან ამაზე საუბარი, გეცოდინებათ, რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი, აი, ეს გახლავთ თანამედროვე დააპყრობინოს იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.