1759659123
საერთაშორისო დამკვირვებელი მარკო მალგუტი: რაც ვნახე ზუგდიდსა და თბილისში, ყველა დემოკრატიულ სტანდარტს შეესაბამებოდა, ადამიანები აკეთებდნენ საკუთარ არჩევანს მშვიდ გარემოში - ყველაფერი იყო პროფესიონალურად ორგანიზებული

საერთაშორისო დამკვირვებელი, იტალიელი ექსპერტი მარკო მალგუტი საქართველოში გამართულ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. მისი განცხადებით, ადამიანები აკეთებდნენ საკუთარ არჩევანს მშვიდ გარემოში და ყველაფერი იყო პროფესიონალურად ორგანიზებული.
„მე აქ ჩამოვედი იტალიიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად და რაც მე ვნახე აქ - ზუგდიდსა და თბილისში, ყველა დემოკრატიულ სტანდარტს შეესაბამებოდა. ადამიანები აკეთებდნენ საკუთარ არჩევანს მშვიდ გარემოში, ამომრჩევლები სარგებლობდნენ ახალი ტექნოლოგიებით, დათვლის ახალი სისტემით და ყველაფერი იყო პროფესიონალურად ორგანიზებული საარჩევნო უბნების გახსნიდან მათ დახურვამდე. ის, რაც გუშინ ჩვენ აქ ვნახეთ, ძალიან კარგია საქართველოსთვის“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა მარკო მალგუტიმ.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ, ასევე პროცესს აშუქებდა 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.