შინაგან საქმეთა მინისტრი: ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა

გელაძე

ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გუშინ, აქციაზე დაზარალებული პოლიციელების კლინიკაში მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, დაჯგუფების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, გამოყენებული იყო პროპორციული ძალა.

გეკა გელაძემ თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

„გუშინ, ძალადობრივ აქციაზე დაზარალდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთაგან ნაწილი გაწერილია სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ 2 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ. დღეს შედარებით სტაბილურობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება. მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას მადლობა გადავუხადო. საკმაოდ მაღალი სტანდარტით მოხდა, გამოყენებულ იყო პროპორციული ძალა. მინდა ასევე საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა „მშვიდობიანი დამხობა“ მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, - განაცხადა გეკა გელაძემ.