1759661467
საერთაშორისო დამკვირვებელი: ვფიქრობ ეს არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად, მშვიდ გარემოში. არ დაგვიფიქსირებია არანაირი ინციდენტი, რასაც სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც აღნიშნავენ

ვფიქრობ ეს არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად, მშვიდ გარემოში. არ დაგვიფიქსირებია არანაირი ინციდენტი, რასაც სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც აღნიშნავენ, - განაცხადა ექსპერტმა, საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან ხუან ეფრაინ როჩამ.
„გუშინ საშუალება მქონდა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მეწარმოებინა დაკვირვება. იმის მიხედვით, რაც ვნახე უბნებზე, შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნები იყო კარგად, პროფესიონალურად ორგანიზებული. ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ვიყავი, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად და ამომრჩეველთა უსაფრთხოება იყო დაცული. ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ასარჩევნო უბნებზე იყო, ძალიან კარგად მუშაობდა. ვფიქრობ ეს არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად, მშვიდ გარემოში. არ დაგვიფიქსირებია არანაირი ინციდენტი, რასაც სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც აღნიშნავენ“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.