1759661467
საერთაშორისო დამკვირვებელი: არჩევნებზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. არ მინახავს პრობლემები საარჩევნო უბნებზე. ეს არჩევნები შესაძლოა გახდეს შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის

მინდა მოგილოცოთ ელექტრონული საარჩევნო სისტემა. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში არ გვაქვს ასეთი სისტემა. თქვენ კი გაქვთ. ეს ძალიან საინტერესოა და კარგი გამოცდილებაა ჩვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები შესაძლოა გახდეს შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა პოლონეთიდან რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკიმ.
მისი თქმით, ატმოსფერო არჩევნებზე იყო ბევრად უკეთესი ვიდრე ეს წინა არჩევნებისას იყო.
რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკის შეფასებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა.
„თქვენს ქვეყანაში მეოთხედ ვარ დამკვირვებლად. პირველად - 20 წლის წინ ვიყავი, მეორედ - 5 წლის წინ, მესამედ - გასულ წელს და ახლა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ პროგრესს, რომელიც დაფიქსირდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. არ მინდა პარტიების საარჩევნო კამპანიაზე საუბარი, რადგანაც პროცესს არ ვესწრებოდი. მხოლოდ არჩევნების დღეზე მინდა ვისაუბრო. თუ შევადარებთ გუშინდელ არჩევნებზე არსებულ ატმოსფეროს წინა წლის ან 5 წლის წინ არჩევნებზე არსებულ ატმოსფეროს უნდა ვთქვათ, რომ ამ არჩევნებზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. არ მინახავს პრობლემები საარჩევნო უბნებზე. არ გავაკეთებ კომენტარს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რადგანაც ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. მხოლოდ არჩევნების დღეზე ვისაუბრებ. ვიტყვი, რომ ხალხი იყო განსაკუთრებით აქტიური საარჩევნო უბნებზე. მინდა მადლობა გადავიხადო პერსონალს კარგი თანამშრომლობისთვის, მოწოდებული ინფორმაციისა და სტუმართმოყვარეობისთვის. მინდა მოგილოცოთ ელექტრონული საარჩევნო სისტემა. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში არ გვაქვს ასეთი სისტემა. თქვენ კი გაქვთ. ეს ძალიან საინტერესოა და კარგი გამოცდილებაა ჩვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები შესაძლოა გახდეს შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის. მე ვიცი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ მაგრამ ვიცი, რომ ევროინტეგრაციის საკითხში ყველა მოთამაშის პოზიცია ერთიანია. ეს არჩევნები ჩემთვის პირადად იყო ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვისაუბრებ ბოიკოტზე. არ შემიძლია ვთქვა ეს კარგი იყო თუ ცუდი, რადგან აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ უცხო ჩარევის შიდა საქმეებში. მაგრამ შემიძლია გავიმეორო, რომ გუშინდელ არჩევნებზე ატმოსფერო იყო უკეთესი ვიდრე წინა წლებში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია“, -განაცხადა რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკიმ.