1759660917
Puff Daddy-ის საბოლოო განაჩენი ცნობილია

Puff Daddy-ის პროსტიტუციის საქმეზე, თავისუფლების 4 წელზე მეტი ხნით აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ამერიკელ რეპერს პროსტიტუციის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეზე 50 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნიუ-იორკის სასამართლომ ამერიკელი რეპერი მისი ყოფილი შეყვარებულის, კესი ვენტურასა და ყოფილი პარტნიორის (ანონიმური ფსევდონიმით "ჯეინი") პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის ორ ბრალდებაზე დამნაშავედ ცნო.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ კომბსი სექს-ტრეფიკინგისა და რეკეტირობის ბრალდებებზე უდანაშაულოდ ცნო - აღნიშნული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, რეპერს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.
შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს.