„ავტომობილი ერთი ხიდიდან მეორეზე გადმოვარდა“ - რა მოხდა გმირთა მოედანზე
1732824318
მოსამართლე აიჯან კულბაევა სათათბირო ოთახში გადავიდა ეროვნული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის წინააღმდეგ განაჩენის დასადგენად, რომელიც ბრალდებულია მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას სასტიკ მკვლელობაში.
სასამართლოზე მოსამართლემ გააჟღერა კითხვები, რომელიც წარედგინა ნაფიც მსაჯულებს ნუკენოვას სასტიკ მკვლელობაში ბიშიმბაევის ბრალის დამტკიცების შესახებ. ნაფიც მსაჯულებს 7 კითხვაზე მოუწევთ დადებითი ან უარყოფითი პასუხების გაცემა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ მინისტრს კუანდიკ ბიშიმბაევს ბრალად ედება მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას წამება და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.
დანაშაულის დამალვაში ეჭვმიტანილია მისი ნათესავი და რესტორნის დირექტორი, სადაც მკვლელობა მოხდა, ბახიტჯან ბაიჯანოვი.
ბიშიმბაევის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ყოფილ ჩინოვნიკს 25 წლიან პატიმრობას მიუსჯიან.