„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია ამ წუთებში წყლის ჭავლს იყენებს. პარალელურად, სპეცრაზმმაც დაიწყო გადაადგილება.
მანამდე, ადგილზე ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული. რამდენჯერმე გაისმა გაფრთხილება, რომ დემონსტრანტებს ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებები იქნებოდა გამოყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აქცია შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს გასცდა.
პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.