ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
კიევში სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ „კოსმოპოლიტში ხანძარი გაჩნდა. როგორც უკრაინული მედია, კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს, სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, გამოყვანილია 200-მდე ადამიანი.
„დედაქალაქის სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ „კოსმოპოლიტიდან“, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს“ - წერს კლიჩკო.
ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-ზე მეტი მაშველი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.