კეტი პერიმ ახალი სტუდიური ალბომი გამოსცა

კეტი პერი

 კეტი პერიმ ხმაურიანად დაანონსებული რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „143” გამოსცა. ალბომი სტრიმინგ სერვისებზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ალბომის სახელწოდება – 143 – ერთგვარი კოდია ფრაზისა “მე შენ მიყვარხარ”. ნამუშევარი მომღერლის პირველი სტუდიური ნამუშევარია მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა  2020 წელს ალბომი Smile გამოსცა. Smile მეხუთე ადგილს იკავებდა Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში. რაც შეეხება ახალ ალბომს, 143 მოიცავს უკვე გამოცემულ სინგლებსაც. ალბომი აერთიანებს სინგლებს: Woman’s World, Lifetimes, I’m His He’s Mine, Gimme Gimme, Crush, Nirvana, All the Love,”l Truth, Wonder და სხვა სიმღერებს.

„გადავწყვიტე, შემექმნა თამამი, მხიარული, სადღესასწაულო საცეკვაო პოპ-ალბომი სიყვარულის სიმბოლური აღნიშვნით – 143,” – თქვა პერიმ პროექტის შესახებ საუბრისას.

2024 წლის სექტემბერი კეტი პერის მუსიკალურ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. მან MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე „ვიდეო ავანგარდის ჯილდო” მიიღო.

„ბევრჯერ მსმენია – გააკეთე ეს, არ გააკეთო ეს, ჩაიცვი მეტი, ჩაიცვი ნაკლები, არ შეიჭრა თმა…ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც აქ ვდგავარ, არის ის, რომ ამ ხმების დაბლოკვა ვისწავლე. ვისწავლე, რომ ამ ინდუსტრიაში ყველა არტისტმა, განსაკუთრებით კი ქალებმა, მუდმივად უნდა იბრძოლონ. მინდა გულწრფელად გითხართ, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საკუთარ თავებთან და ხელოვნებასთან მართლები იყოთ. გათიშეთ სოციალური მედია, დაიცავით თქვენი მენტალური ჯანმრთელობა. აიღეთ პაუზა, შეეხეთ ბუნებას და აკეთეთ ის, რისთვისაც დაიბადეთ. ისევე, როგორც მე ვაკეთებ იმას, რისთვისაც გავჩნდი",- განაცხადა კეტი პერიმ.