ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
პრობლემური რეპუტაციის მქონე ამერიკელმა რეპერმა ქანიე უესთმა ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელიც მან თავის 11 წლის შვილთან, ნორთთან, და აშშ-ში დაკავებულ რეპერთან, შონ "დიდი" ქომბსთან, ერთად ჩაწერა.
სიმღერა, სახელწოდებით Lonely Roads Still Go to Sunshine, უესტმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა. ნორთ უესტთან და ქომბსთან ერთად, ჩანაწერში "დიდის" შვილი და მუსიკოსი ჯასმინ უილიამსი მონაწილეობენ. კომპოზიცია კი კანიესა და შონის სატელეფონო საუბრით იწყება.
„მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ჩემს შვილებზე ზრუნავ", - ამბობს ქომბსი, - "მათ არავინ ეკონტაქტება, არც კი ურეკავენ".
„რა პრობლემაა, ძალიან მიყვარხარ, ძმაო", - პასუხობს უესტი, — "შენ მე გამზარდე".
ამერიკული ტაბლოიდის TMZ-ის ცნობით, უესტმა სიმღერის გამოქვეყნებამდე მისი და ნორთის დედის, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის, მიმოწერის "სქრინები" გაასაჯაროვა და მოგვიანებით წაშალა. მიმოწერაში კარდაშიანი ყოფილ ქმარს ეუბნება, რომ ნორთის სახელი სავაჭრო ნიშნადაა რეგისტრირებული და მას "დიდის" სიმღერაში ვერ გამოიყენებს. კიმის თქმით, ეს თავისი უფროსი შვილის დასაცავად გააკეთა.
ტაბლოიდი ასევე წერს, რომ უესტი და კარდაშიანი შეთანხმებულები იყვნენ, თავიანთი ყველა შვილის სახელი სავაჭრო ნიშნად დაერეგისტრირებინათ, რათა ისინი სხვა არავის გამოეყენებინა.
„ან გამოასწორე ეგ ამბავი, ან ომს წამოვიწყებ, ამ ამბავს კი ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გადაურჩება", — პასუხობს უესტი კიმს მიმოწერაში, - "მოგიწევს, მომკლა".
თავადაც არაერთ სკანდალში გახვეულმა უესტმა, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული შონ "დიდი" ქომბსი, რომელიც შარშან დააკავეს, წინათ საჯაროდაც დაიცვა და თქვა, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს.
.