გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1743972302
მონატრებული ჯეიმს ბონდი მალე დაუბრუნდება მაყურებლის ეკრანებს — ამაზონმა ფილმის გადაღებების დაწყება დაადასტურა.
ამაზონმა Metro Goldwyin Mayers-ი, ფილმის სტუდია, რომელიც ექსკლუზიურად იღებდა ჯეიმს ბონდის ფილმებს, 2022 წელს $8.5 მილიარდად შეიძინა. ამ ტრანზაქციის შედეგად ამაზონის მფლობელობაში გადავიდა ყველა ის ორიგინალური ნამუშევარი, რომელზეც სტუდია მუშაობდა, მათ შორის, აგენტი 007-ის სიუჟეტიც.
კორტნი ვალენტიმ, ამაზონის ფილმის, სტრიმინგისა და თეატრალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სიუ კროლმა, ამაზონის საერთაშორისო მარკეტინგის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვეს, რომ ბონდის ახალ ფილმზე პროდიუსერებმა ემი პასკალმა და დევიდ ჰეიმანმა მუშაობა ლონდონში უკვე დაიწყეს.
ვალენტიმ პროდიუსერების დუეტს "ფილმის შექმნის ლეგენდები" უწოდა — "ამ საკულტო პერსონაჟის მემკვიდრეობის პატივისცემისადმი თავდადებულები ვართ. გვსურს მსოფლიო აუდიტორიას ემისა და დევიდთან ერთად მისი თავგადასავლის ახალი, ამაღელვებელი ნაწილი ვუჩვენოთ. ახლა ორივე ლონდონშია და გადაღებებს იწყებს," — თქვა მან.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს აგენტი 007-ის როლს ახალ ფილმში, თუმცა მაყურებელს რამდენიმე ფავორიტი ჰყავს — მათ შორის ტომ ჰარდი, იდრის ელბა და ოსკაროსანი კილიან მერფი.