1744027214
კახეთის პოლიციამ ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ნ.ბ. დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-6 და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.