გერმანიის ერთ-ერთ სოფელში, საცხოვრებელ ბინაში 3 ადამიანის გვამი იპოვეს

გერმანიის პოლიცია

გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე, სოფელ ვაიტეფელდში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ მიმალვა მოახერხა.

მედიის ცნობით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, 47 წლის კაცი, 44 წლის ქალი და 16 წლის ბიჭი.

გამოცემა Bild-ის ცნობით, ეჭვმიტანილის ძებნის პროცესში სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობს.

ვაიტეფელდის მერის, კარლ-ჰაინც კესლერის თქმით, გარდაცვლილები და ეჭვმიტანილი ამ სოფლის დიდი ხნის მკვიდრები იყვნენ.