„სამი კვირის წინ, თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარეს“ - 27 წლის ცნობილი მოდელი გარდაიცვალა
1744406337
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირი მსოფლიო ეკონომიკასა და ვაჭრობაში მსხვილი მოთამაშე იყო, თუმცა ბრიუსელის არაკომპეტენტურმა პოლიტიკამ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში მისი კონკურენტუნარიანობა გააუარესა.
„ადრე ევროკავშირი მსოფლიო ეკონომიკასა და ვაჭრობაში მსხვილი მოთამაშე იყო, თუმცა ბრიუსელის არაკომპეტენტურმა პოლიტიკამ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში მისი კონკურენტუნარიანობა გააუარესა. ეკონომიკური საკითხების ზედმეტი პოლიტიზებით ევროკომისიამ ევროპული კომპანიები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა“, - დაწერა სიიარტომ.
მისი თქმით, ჩინურ ელექტრომობილებზე გადასახადების შემოღებით, ევროპელი ავტომწარმოებლების აშკარა წინააღმდეგობის მიუხედავად, კომისიამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სათანადო თანამშრომლობა ვერ მოახერხა.
The EU used to be a major player in the world economy and trade.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) April 7, 2025
However, Brussels’ incompetent security and economic policies have significantly deteriorated the EU’s competitiveness. By unnecessarily politicising economic issues, the Commission has put European companies in…