იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მანქანა მოიპარა და ავარიაში მოყვა

იტალიის პოლიცია

იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ 40 წლის ქართველმა მანქანა ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა. შემთხვევა 11 იანვარს მოხდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი მოპარულ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და პოლიციამ სწორედ ასე აღმოაჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპარული იყო. მანქანა მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: ემოციური კადრები - მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა რჩეულს ხელი სცენაზე სთხოვა

როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ნიცა თავაძემ იუბილე - ნეაპოლიდან კადრები გავრცელდა

VIDEO: „ჩემი ჩემპიონი დაბრუნდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე