ისრაელმა კიდევ ერთი მოკლული მძევლის ცხედარი დაიბრუნა

მოკლული ესრაელელი

ისრაელმა კიდევ ერთი მოკლული მძევლის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა.

53 წლის რონ ბენიამინის ცხედარი ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში აღმოაჩინეს. ისრაელის მხარის ვარაუდით, ის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს კიბუც ბეერთან მოკლეს და ცხედარი ღაზაში გაიტაცეს.