1734026307
ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე - ნეთანიაჰუ
ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გენოციდის მოწყობის ბრალდების საქმეზე განხილვის დაწყებას გამოეხმაურა.
„ტერორისტული ორგანიზაცია ახორციელებს ყველაზე საშინელ დანაშაულს ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის შემდეგ და ახლა გამოდის ვიღაცა, ვინც მათ ჰოლოკოსტის სახელით იცავს. სად იყო სამხრეთ აფრიკა, როდესაც მილიონობით ადამიანი მოკლეს ან დევნილად აქციეს სირიასა და იემენში და ვის მიერ? "ჰამასის" პარტნიორების მიერ", - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
"ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე. ჩვენ გავაგრძელებთ სიცრუის უარყოფას, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი უფლების დაცვას, დავიცვათ საკუთარი თავი და უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი", - დასძინა ნეთანიაჰუმ