ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
ისრაელი არ აპირებს ღაზის სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ისრაელის მთავარი ამოცანა „ჰამასის“ განადგურებაა, რაც შექმნის უკეთესი მომავლის შესაძლებლობას.
„მსურს, სრულიად ნათლად განვაცხადო: ისრაელი არ აპირებს ღაზის სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას. ისრაელი ებრძვის „ჰამასის“ ტერორისტებს და არა პალესტინელ მოსახლეობას და ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეამცირონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ხოლო „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად გაზარდოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებით. ისრაელის თავდაცვის ძალები ბროშურების გავრცელებით, სატელეფონო ზარების განხორციელებით, უსაფრთხო გადასასვლელი დერეფნების უზრუნველყოფით მოუწოდებენ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვონ ომის ზონები. ხოლო „ჰამასი“ ხელს უშლის პალესტინელების გასვლას იარაღით და ხშირად – სროლით. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ღაზა „ჰამასის“ ტერორისტებისგან და გავათავისუფლოთ ჩვენი მძევლები. როგორც კი ეს მიიღწევა, შეიძლება, მოხდეს ღაზის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზება, რითიც შეიქმნება შესაძლებლობა როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელების უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.