ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით, ღამით დიდი შვიდეულის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერებმა ირანის თავდასხმა დაგმეს და ისრაელის უსაფრთხოების ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდი შვიდეულის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლითაც ისინი მოითხოვენ, რომ ირანმა და მისმა მარიონეტებმა თავდასხმები შეწყვიტონ. ლიდერები ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.
„ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთხოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა ნაბიჯი გადადგა რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, - ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334