ირანის მიერ კომერციულ გემებზე განახლებული თავდასხმების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოწინააღმდეგეზე საპასუხო იერიში მიიტანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოწინააღმდეგეზე საპასუხო იერიში მიიტანა

ირანის მიერ კომერციულ გემებზე განახლებული თავდასხმების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოწინააღმდეგეზე საპასუხო იერიში მიიტანა. საბრძოლო მოქმედებებს ვაშინგტონმა ნავთობზე სანქციების განახლებაც დაურთო.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებებია რამდენიმე საპორტო ქალაქში, მათ შორის ბანდარ აბასსა და სირიკში, ასევე ქეშმის კუნძულზე.

საპასუხოდ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე რაკეტები და დრონები გაუშვა.

მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ. მხარეები ერთმანეთს მემორანდუმის დარღვევაში ადანაშაულებენ.