1727944755
ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას გეგმავენ - აშშ
ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას აპირებენ. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle იუწყება.
როგორც ის აცხადებს, ვაშინგტონისთვის ცნობილია, რომ თეირანი რუსეთისთვის ასობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას აპირებს. ტომას-გრინფილდმა მოუწოდა ყველას, რომ მოსკოვისთვის ირანის და ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის მიწოდების შეწყვეტა მოსთხოვონ.