GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1730737466
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ფორმალურად ჯერ ნატოს წევრი არაა, ქვეყანა, ფაქტობრივად, უკვე შეუერთდა ალიანსს.
„უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები გახდნენ ნატო-ს წევრები - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. რადგან ჩვენ გვაქვს იარაღი და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ნატო-ს დე იურე წევრებიც გავხდებით,“ - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი არ დაეთანხმა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ეს სიტყვები, შესაძლოა, ორაზროვნად ჩათვალონ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატოშიც, რადგან ევროატლანტიკური ალიანსს არ სურს, რომ ომის მონაწილედ მიიჩნეოდეს.