პარიზის ოლიმპიური თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ოლიმპიადა

პარიზის ოლიმპიური თამაშებზე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი სარდალაშვილი პირველად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებზე. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი მეორე წრეში კონგოელ და ისრაელის ნაკრების წევრს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ზაფხულის თამაშებზე მესამედ გამოვა სანდრო ბაზაძე. მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე ტურნირზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. ბაზაზის პირველი მეტოქე ირანელი ან მექსიკელი მოფარიკავე იქნება.

ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე მეათედ იასპარეზებს. დებიუტი აქვს მოცურავე ანა ნიჟარაძეს. პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი მონაწილე 15 წლისაა.

ხვალ, კი მედლისთვის იბრძოლებს მოკრივე ლაშა გურული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი 250 ათას ლარს მიიღებს.