1733169705
ინფორმაცია აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილების შესახებ - ბოლო სტატისტიკა
2023 წლის დეკემბერში აშშ-ში 216 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი აშშ-ის შრომის დეპარტამენტის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, გასული წლის დეკემბრის მაჩვენებლებმა ეკონომისტების მოლოდინებს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკამ დაახლოებით 2.7 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა.
უმუშევრობის დონე, ოჯახების გამოკითხვაზე დაყრდნობით, უცვლელი დარჩა და 3.7%-ს შეადგენს.