ინდოეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 52 გრადუსი დაფიქსირდა - არის მსხვერპლი

სიცხე

ინდოეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 52 გრადუსი დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო რაჯასტანის უდაბნოს შტატში სამი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები დააწესეს.

ინდოეთის მეტეოროლოგიურ დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ „სითბური ტალღების მძიმე პირობები“ ბევრ რეგიონში შენარჩუნდება.

მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ტემპერატურა ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 30 მაისს დაიკლებს.