ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ჰანტერ ბაიდენი საგადასახადო თაღლითობის საქმეში ბრალს არ აღიარებს. კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გადასახადები დაგვიანებით, თუმცა გადაიხადა. ახლა კი მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის შვილს ახალი ბრალდებები გასულ თვეში წარუდგინა. ჰანტერ ბაიდენს ამჯერად 2016-2019 წლებში 1,4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას ედავებიან.
იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, გადასახადების გადახდის ნაცვლად, პრეზიდენტის ვაჟი თანხას ნარკოტიკებზე, მდიდრულ სასტუმროებსა და ძვირად ღირებულ ავტომობილებზე ხარჯავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰანტერ ბაიდენს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალდებები წაუყენა. როგორც საბრალდებო დასკვნაში წერია, ჰანტერ ბაიდენი „მონაწილეობდა 4-წლიან სქემაში, რომ არ გადაეხადა მინიმუმ 1,4 მილიონი დოლარის ფედერალური გადასახადები“. მანამდე ჯო ბაიდენის ვაჟს ბრალი იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე წარუდგინეს.