„არასეზონურ სიცხეს არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს..." - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
1742207885
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს ხვალ ესაუბრება, განხილვის საგანი კი უკრაინაში ომის დასრულების პირობები და უკრაინის ტერიტორიები იქნება.
"ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ. ვფიქრობ, რუსეთთან საკმაოდ კარგად გვაქვს საქმე. ვნახოთ, იქნება თუ არა რაიმე დასამატებელი, შესაძლოა სამშაბათს იყოს. სამშაბათს ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. შაბათ-კვირას ბევრი სამუშაო გაკეთდა. გვინდა გავარკვიოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. შეიძლება გამოგვივიდეს, შეიძლება არა. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ვფიქრობ, ვისაუბრებთ ტერიტორიებზე. ეს დიდი მიწებია. მოცემულობა ომამდელთან შედარებით, როგორც იცით, ბევრად განსხვავებულია. ასევე ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე. ეს ვრცელი საკითხია, თუმცა ვფიქრობ, ბევრი რამ ორივე მხარის უკვე განხილულია უკრაინისა და რუსეთის მიერ. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე - გარკვეული აქტივების გაყოფაზე. დიახ, ამაზე უკვე მუშაობენ", - განაცხადა დონად ტრამპმა.
მანამდე კი ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიომ "სი ბი ესთან" ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკას აქვს გეგმა "ა" და გეგმა "ბე". ამასთანავე მისივე განცხადებით, რთულია მოლაპარაკება ომის სამუდამო დასრულების შესახებ, ვიდრე მხარეები ერთმანეთს ესვრიან.